მთავრობის განახლებული შემადგენლობა

დავით ზალკალიანის ხედვასა და კანდიდატურას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მხარი დაუჭირეს საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

პროტესტის გამო, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, კონკრეტულად კი „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

ზალკალიანი დეპუტატების წინაშე ვრცელი მოხსენებით წარსდგა და საგარეო პრიორიტეტებსა და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მცოცავ ოკუპაციაზე. ზალკალიანმა დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.

დატოვე კომენტარი