მთავრობის გადაწყვეტილება „თეთრ სიასთან“ დაკავშირებით
სამშენებლო სექტორისთვის განკუთვნილი ე.წ. თეთრი სიით სარგებლობის წესები იცვლება.
სია, რომელიც სექტორს გარკვეულ ბენეფიტებს სთავაზობდა, ახლებურად დარეგულირდება. საუბარია შეღავათებზე, რომელიც სახელმწიფო ტენდერებისა და შესყიდვების გამოცხადებისას, „თეთრ სიაში“ მყოფ კომპანიებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად, ავანსად, მხოლოდ 50 %-ანი საბანკო გარანტიის წარდგენას ავალდებულებდა. მეორე 50 %-ს სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებდა. კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი არგუმენტით, ავანსის ოდენობა იცვლება. მომდევნო სამი დღის განმავლობაში სახელმწიფოს თანამონაწილეობა ყოველწლიურად 10-10 %-ით შემცირდება. საკითხზე სამშენებლო სექტორმა ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრის ფარგლებს იმსჯელა.
როგორ ფასდება მიღებული გადაწყვეტილება – მარიამ ბერძენიშვილი გიამბობთ.