მთავრობის გადაწყვეტილება – შეფასებები
უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ მთავრობის შეცვლილი გადაწყვეტილება, განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი აღნიშნულს „პოლიტიკურ მასკარადად“ აფასებს და ამბობს, რომ საბოლოოდ „ქართულ ოცნებას“ უკან დახევა მოუწია. მათი თქმით, ხელისუფლებამ ძლიერი წინააღმდეგობა მიიღო და იძულებული გახდა ცვლილებებზე უარი ეთქვა. მმართველ გუნდში კი – აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე ოპტიმალური იყო. შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება ცნობილი 29 იანვარს გახდა. გადაწყვეტილებას ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.