მთავრობის გადაწყვეტილება
ექვს წელზე მეტი წლოვანების მანქანის შემოყვანა ისევ დასაშვები იქნება, თუმცა დაწესდება განბაჟების მაღალი ტარიფი. ინიციატივა, რომელიც პირველი აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო, დაკორექტირდა. პრემიერმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტების და მოქალაქეების ინტერესებს.