მთავრობის ფორმირების პროცესი ისრაელში
ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, პარტია „იაშარის“ თავმჯდომარეს დღეს, ადგილობრივი დროით, 17 საათზე, ისრაელის მომავალი მთავრობის ფორმირებას დაავალებს. ეიზენკოტი მთავრობის ფორმირების მანდატს დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე მიიღებს. ამის შემდეგ მას მთავრობის დასაკომპლექტებლად 28 დღე ექნება. საჭიროების შემთხვევაში, ისააკ ჰერცოგს, ვადის 14 დღით გაგრძელების უფლებაც აქვს. ისრაელის პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებითი კონსულტაციები გამართა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან. პარტიების დელეგაციებთან გამართული კონსულტაციებისას, ეიზენკოტის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას მხარი 67-მა, ნეთანიაჰუს კი 46-მა წარმომადგენელმა დაუჭირა.