მთავრობის ფორმირების პროცედურები, სავარაუდოდ, პარასკევამდე დასრულდება

მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები, სავარაუდოდ, პარასკევამდე დასრულდება.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად უკვე გაუგზავნა. ახლა მთავარ შეკითხვად რჩება, ვინ შეინარჩუნებს და ვინ დატოვებს პოსტს.

განახლებულ სამთავრობო გუნდს მამუკა ბახტაძე, სავარაუდოდ, ხვალ დღის პირველ ნახევარში წარადგენს, ამის შემდგომ პარლამენტის ბიურო გადაწყვეტს, როგორ იქნება მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი შესაბამის კომიტეტებში, საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობისა და სხვა ფრაქციების ფორმატში.

ბიუროს სხდომა ხვალ დღის 3 საათზეა ჩანიშნული.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კი საკანონმდებლო ორგანო, დიდი ალბათობით, ხუთშაბათს, რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს.