მთავრობის ეკონომიკური გუნდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფება. შეხვედრა გაიმართა მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორთან. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები. ქართულმა მხარემ ანა ბიერდეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე. აღინიშნა, რომ საგარეო გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა პოსტ პანდემიური პერიოდიდან ორნიშნა ზრდის ტემპს აჩვენებს და ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება.