მთავრობის ეკონომიკური გუნდის ვიზიტი აშშ-ში

12:23, 24.04.2025

ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა და აღნიშნულის პერსპექტიული დღის წესრიგი – ეს ის მთავარი საკითხია, რაზეც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე ისაუბრა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან შეხვედრის შემდეგ, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხვედრა გააჩნია. პირველმა ვიცე-პრემიერმა დელეგაციასთან ერთად შეხვედრები ასევე გამართა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტში.

შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთანაც.

მსგავსი