მთავრობის დამტკიცების სხდომა პარლამენტში

დეპუტატები მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.

სხდომა საკანონმდებლო ორგანოში ორი საათის წინ დაიწყო. კანონმდებლებმა უკვე მოუსმინეს პრემიერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მოხსენებას. დაისვა შეკითხვებიც. ამ წუთებში ხანმოკლე შესვენებაა გამოცხადებული.

სხდომაზე მისვლას გეგმავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, თუმცა ჯერჯერობით ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დარბაზში არ გამოჩენილან.

„ევროპული საქართველო“ დღევანდელ პროცესს არ ესწრება.

შეგახსენებთ, რომ მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.