მთავრობის დადგენილება

ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ დადგენილებაში, ცვლილება შევიდა. დოკუმენტი ძალაში ორშაბათიდან, 18 მაისიდან შედის. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იკრძალება ყველა სახის მიმოსვლა. შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო მომსახურების მიღებისა და სურსათის ან ფარმაცევტული პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილებას.

ასევე შეჩერდება ეკონომიკური საქმიანობა, მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისების, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობა-მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობის გარდა.