1-ლი მარტიდან მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები მგზავრების გადაყვანას, საკურიერო მომსახურებასა და გიდობას ვეღარ შეძლებენ. მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს. კერძოდ: შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება საკურიერო მომსახურებას, მგზავრების გადაყვანას, ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებას, წლიური კვოტა აღარ იარსებებს; ხოლო შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა – 200. ამ დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კვოტები არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. როგორც გითხარით, დადგენილება 2026 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება.