მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ დეტალები ცნობილი პარასკევს გახდება
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ დეტალები ცნობილი პარასკევს გახდება. მას მთავრობის მეთაური წარადგენს. პრემიერის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული დოკუმენტი მოქალაქეთა კეთილდღეობის, ასევე ეკონომიკის სტიმულირების გეგმას მოიცავს. ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას, ასევე, უკვე დაწყებული აქვს მუშაობა პოსტკრიზისულ გეგმაზეც.