მთავრობის ანგარიში

მთავრობის ანგარიში უკვე პარლამენტშია. დოკუმენტს ორშაბათს ბიუროზე წარადგენენ და საპარლამენტო სუბიექტებს, კომიტეტებს, ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს გადასცემენ. დეპუტატები უკვე აფასებენ პრემიერის ანგარიშს. კითხვებზე ამომწურავი პასუხების მოლოდინი არ აქვთ ოპოზიციაში. დოკუმენტს ეცნობიან უკვე უმრავლესობაშიც და აცხადებენ, რომ ანგარიში ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს მოიცავს.