მთავრობის ახალი სტრატეგია

ადამიანის უფლებათა დაცვის „ეროვნული სტრატეგია 2022-2030“- მთავრობის შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეთანხმებულია დასამტკიცებლად, პარლამენტს გადაეგზავნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ ხალხის საერთო მისწრაფებას.