მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება

18:08, 22.02.2021

პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.

კანონმდებლებს საკუთარი პროგრამა უკვე წარუდგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა გამოწვევებზე, პრიორიტეტებზე და ოპონენტებზე. ოპოზიციას მთავრობის მეთაურობის კანდიდატი ორ ნაწილად ყოფს – კონსტრუქციულ და რადიკალურ ფრთად. ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს დიალოგზე კონსტრუქციულ ნაწილთან, თუმცა მოუწოდებს განთავისუფლდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენისგან.

პროცედურას პარლამენტში თეონა მანაგაძე აშუქებს.

მსგავსი