მთავრობის ახალი შემადგენლობა - შეფასებები

გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ მომხდარ სამთავრობო ცვლილებებს მკვეთრად ნეგატიური რეაქციები მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან.

მთავარი კრიტიკის ობიექტი პრემიერობის კანდიდატია, რომელიც ამ თანამდებობას „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს უკვე მეორედ დაიკავებს. მთავრობის მეთაურად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის შერჩევის შემდეგ ოპოზიციური პარტიები ნიკა მელიას საქმის გამო გამწვავებული პოლიტიკური სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაციას პროგნოზირებენ. ოპონენტები მომავალ პრემიერ-მინისტრს სწორედ ოპოზიციის მისამართით გაკეთებულ მწვავე განცხადებებს უხსენებენ და პრემიერის დამტკიცების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავებასაც არ გამორიცხავენ.

რეაქციები უარყოფითია საპარლამენტო ოპოზიციაშიც.