მთავრობის ახალი ინიციტივა

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დადგენილება, რომელზეც რამდენიმე უწყება მუშაობდა, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. მამუკა ბახტაძემ ახალი პროცედურების შემუშავებაში ჩართულ ყველა ადამიანს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.