მთავრობის ახალი ინიციატივა

მთავრობის ახალი ინიციატივა.

ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების შემდეგ სახელმწიფო ყველაზე მეტ ფულს ბიუჯეტიდან განათლებაზე დახარჯავს.

განათლების სამინისტროს დაფინანსება მომდევნო სამი წლის განმავლობაში ყოველ წელს ნახევარი პროცენტით გაიზრდება. უკვე 2022 წლიდან კი საქართველოში განათლებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის ექვსი პროცენტი დაიხარჯება, რაც კანონით იქნება გარანტირებული. შედარებისთვის რომ ვთქვათ, ეს ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის 1/4-ია. მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ ეს რეფორმა განათლების ხარისხს საქართველოში გაუთანაბრებს დასავლურ სტანდარტს და სერიოზულ როლს ითამაშებს ქვეყნის განვითარებაში.