მთავრობის ახალი ინიციატივა

12:03, 26.06.2025

მომავალ კვირაში რიგგარეშე სესიაზე გავა მთავრობის ახალი ინიციატივა „ნარკომანიასთან ბრძოლის შესახებ“, რომელიც ოპოზიციის კრიტიკის საგანია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ეს ინიციატივა საარჩევნო მიზნებს უკავშირდება. მმართველი გუნდი კი აღნიშნული ინიციატივის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს. როგორც ცნობილია, ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავა და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს აეკრძალებათ. სხვადასხვა კომპანიებს ასევე აეკრძალებათ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი.

ეს მიმართულებაც სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

მსგავსი