მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ინდოეთის ელჩს შეხვდა

18:16, 24.08.2026

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ინდოეთის ელჩს შეხვდა. საუბარი ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებს შეეხო. ხაზი გაესვა პირველი რეზიდენტი ელჩის დანიშვნის მნიშვნელობას ორი ქვეყნის შემდგომი პარტნიორობის გაძლიერებაში. განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ სფეროში არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე. აქცენტი გაკეთდა ტურიზმის, კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებით საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობებს.

 

მსგავსი