მთავრობა მაღალი სამომხმარებლო ფასების რეგულირებას გეგმავს 

რა ფაქტორები განაპირობებს სურსათზე მკვეთრად მაღალ ფასებს – დღეს ცნობილი ხდება, რომ სუს-ში გამოძიების დაწყებამდე და პრემიერის განცხადებამდე გარკვეული სამუშაოები ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა. სწორედ უწყების მიერ მომზადებული შეფასება გახდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან საგამოძიებო უწყებისთვის და პარლამენტისთვის მიმართვის მიზეზი. ჭარბი ფასნამატის შესაძლო მიზეზებს შორის ქსელურ მარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს შორის კარტერული გარიგებები სახელდება. მთავრობის მეთაურმა დღეს ცალკეულ პირთა ოპოზიციურ განწყობებზეც მიანიშნა. ძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ აღწევს საზღვარზე შემოტანიდან დახლზე განთავსებამდე სასურსათო პროდუქტზე ფასნამატი 86%-ს და არსებობს თუ არა ფასების შემცირების რესურსი – სამომხმარებლო ფასების გამო ძიების დაწყებას ოპონენტების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ბიზნესის შეზღუდვა, ფასების ფორმირებაში ჩარევა და შეზღუდვები – ასეთია ოპოზიცის პირველი რეაქცია.