მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

“ევროპული საქართველოს” მიერ წარდგენილმა მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მიზეზი საპროკურორო საბჭოს სხდომის დახურულ რეჟიმში წარმართვა გახდა.

შავგულიძის განცხადებით, ასეთ პირობებში მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა. ამის გამო, საბჭოს წევრებს არჩევანის გაკეთება შალვა თადუმაძესა და ნინო გოგნიაშვილს შორის მოუწევთ.

ქეთი ქაშაკაშვილი დეტალებით.