მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადება

ოთარ ფარცხალაძის საკითხის გამოსაძიებლად თბილისში უცხოელი პროკურორები იმყოფებოდნენ, – ინფორმაციას ადასტურებს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე. მისი განმარტებით, უცხოელმა კოლეგებმა საქართველოს დედაქალაქი დაახლოებით ორი კვირის წინ დატოვეს. გოგაძემ, გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე, საკითხზე დეტალური საუბრისგან თავი შეიკავა.