მთავარი პროკურორის კანდიდატები

მთავარი პროკურორის არჩევის პროცედურა იწყება. იუსტიციის მინისტრი, საპროკურორო საბჭო, მთავრობა, პარლამენტი – ეს გზა უნდა გაიაროს კანდიდატმა საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად.

20 კანდიდატს შორის არიან მთავრობის საპარლამენტო მდივანი, პროკურატურის მაღალჩინოსანი, ყოფილი დეპუტატი, იურისტები და ადვოკატები.

კონკრეტული კანდიდატურის შერჩევამდე მთავარი პროკურატურის პირველი პირის არჩევის საკითხი უკვე გახდა პოლიტიკური უთანხმოების საგანი.

მესამე სექტორის და ოპოზიციის ნაწილი პროცესს უნდობლობას უცხადებს.