მთავარი პროკურორი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამასთან შეხვედრის მზადყოფნაზე საუბრობს

ზაზა სარალიძესთან შეხვედრის მზადყოფნაზე საუბრობს მთავარი პროკურორი. ირაკლი შოთაძის განცხადებით, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც მან დაზარალებულებთან უნდა ილაპარაკოს, გამოძიების სამომავლო გეგმებია. თავის მხრივ, შეხვედრის პირობებზე საუბრობს ზაზა სარალიძე.

მოკლული მოზარდის მამა აცხადებს, რომ პროკურატურა მას 6 თვის განმავლობაში ატყუებდა და უწყების სპეციალურ ჯგუფს ის მხოლოდ მის მიერ შექმნილ ჯგუფთან ერთად შეხვდება.