მსვლელობა თბილისში

საპროტესტო მსვლელობით და აქციით აღნიშნავენ თბილისში მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს.

პროფკავშირების ორგანიზებით მოქალაქეები „ვარდების მოედანზე“ იკრიბებიან, მსვლელობა პარლამენტის მიმართულებით გაგრძელდება და საკანონმდებლო ორგანოს წინ აქციით დასრულდება. პროტესტის მონაწილეები შრომითი კანონმდებლობის მოწესრიგებას მოითხოვენ.

ნათია ქენქაძე აშუქებს აქციას.