დედაქალაქის ქუჩებში მსვლელობას მართავს პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ნაწილი. აქციის მონაწილეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მოთხოვნებს შორის დასახელდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახურ ღირებულებათა დაცვის შესახებ“ კანონების გაუქმება. ასევე აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება. აქციის მონაწილეებს თსუ-სთან შეკრებილი სტუდენტებიც შეუერთდნენ.