მსვლელობა თბილისში

„მწვანე პასპორტის“ გაუქმება მსვლელობით აღნიშნეს ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებმა. ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ მხარდამჭერები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ. ისინი აცხადებენ, რომ ქვეყანა პანდემიამდე არსებულ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს. მათი განმარტებით, „მწვანე პასპორტების“ სისტემა დისკრიმინაციული იყო და მოსახლეობის დაყოფას ემსახურებოდა.