მსვლელობა გორში

18:29, 05.03.2019

სტალინის გარდაცვალებიდან 66-ე წლისთავი აღნიშნეს გორში.

სტალინის ბიუსტის ყვავილებით შემკობის შემდეგ, შეკრებილებმა საბჭოთა დროშითა და სტალინის სურათებით ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ჩაიარეს.

სტალინისტები და კომუნისტები ყოველწლიურად ითხოვენ სტალინის ექვსმეტრიანი მონუმენტის ხელახლა დადგმას.

სტალინის ძეგლი ქალაქის ცენტრში 1952 წლიდან იდგა და მისი დემონტაჟი 2010 წელს განხორციელდა.

მსგავსი