„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა – მოლოდინი უკრაინაში

21:11, 22.08.2026

„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე გახდება ცნობილი, როგორ შეძლებენ ევროპელი პარტნიორები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. საკითხს სიმბოლურად უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავზე განიხილავენ. 24 აგვისტოს კიევში მაღალი დონის დელეგაციებს ელოდებიან. რამდენიმე დღით ადრე კი – უკრაინაში იმყოფება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. კიევი ბერლინისგან 50 მილიონი ევროთი გაზრდილ ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს. ვიდრე „მსურველთა კოალიციის“ წევრები დახმარების საერთო გეგმაზე შეთანხმდებიან, ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იბომბება უკრაინული ქალაქები. საპასუხოდ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში სამარის ოლქში, „ოზონის“ ცენტრზე მიიტანეს.

ნიკა ადეიშვილის რეპორტაჟი #მოამბე

მსგავსი