მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა

დღეიდან, საქართველოს მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი დაიწყო.

ნებადართულია საბითუმო და საცალო ონლაინ-ვაჭრობა. გაიხსნა აგრარული ბაზრების ის ნაწილი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა აქვს. საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ძალაშია ფაქტობრივი კომენდანტის საათი. ასევე ჩაკეტილი რჩება ოთხი დიდი ქალაქი. თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი, თუმცა გამონაკლისის წესით, დღეს და ხვალ შესაძლებელია ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე და სამუშაო ადგილებამდე გადაადგილება.

მთავრობა მოქალაქეებს კვლავ მოუწოდებს მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. მთავარი რეკომენდანციაა დავრჩეთ სახლში და დავიცვათ სოციალური დისტანცია.

ირაკლი ჩიქოვანი – მოქალაქეებმა შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც „კოვიდ-19“-ზე გამარჯვება, ეს არის ეტაპი და შესაძლებლობა