მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ქართველმა პარასპორტსმენმა იაგო გორგოძემ წარმატებით იასპარეზა

დუბაიში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ქართველმა პარასპორტსმენმა იაგო გორგოძემ წარმატებით იასპარეზა. 107 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძალოსანმა 180 და 185 კილოგრამი წარმატებით დაძლია და მსოფლიო თასზე მესამე ადგილი მოიპოვა.

იაგო გორგოძე პირველი ქართველი პარაოლიმპიელი და 2008 წლის პეკინის პარაოლიმპიური თამაშების მონაწილეა. წარმატებული ქართველი პარასპორტსმენი მსოფლიოს თასის გათამაშებიდან უკვე თბილისში დაბრუნდა.