ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით მოგულის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი მიმდინარეობს.
საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 19 ქვეყნის 91 სპორტსმენი ასპარეზობს. ღონისძიება პირდაპირ ეთერში ევროსპორტზე გადაიცემა. მოგულის დისციპლინა კოხტას მთაზე ტარდება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან აღიარებულია მსოფლიოში ყველაზე გრძელ ტრასად აღნიშნული დისციპლინისთვის. მსოფლიო თასის ეტაპის პირველი დღის გამარჯვებულები ქალებში ამერიკელი ოლივია ჯაკო, მამაკაცებში კი ფრანგი ბენჟამინ კავეტი გახდნენ.
ბაკურიანში ხვალ, 21 დეკემბერს ტურნირის მეორე დასკვნითი საშეჯიბრო დღე გაიმართება.