მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი 1995 წლიდან, იუნესკოს ინიციატივით აღინიშნება და მისი მიზანი, დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ თბილისშიც.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში, სხვადასხვა რელიგიებისა და კონფესიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.