„მსოფლიო თეატრის ისტორიის“ მეხუთე ტომი გამოიცა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „მსოფლიო თეატრის ისტორიის“ მეხუთე ტომი გამოიცა. ქართულ ენაზე „მსოფლიო თეატრის ისტორიის“ გამოცემა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წელს დაიწყო. პირველ ოთხ ტომში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანი ისტორიულ-სამეცნიერო ბაზა შეიქმნა. მეხუთე წიგნი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის მსოფლიო თეატრში მიმდინარე პროცესებს ასახავს.