„მსოფლიო თავდაყირა -2018“ - კონფერენცია თბილისში

თბილისში შეკრებილმა ცნობილმა საერთაშორისო მკვლევარებმა რუსეთიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე იმსჯელეს. მსოფლიო თავდაყირა – ამ სახელწოდებით, ფორუმი საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება. გამოსვლების დროს, ხელისუფლების პირველ პირებს ვრცლად მოუხდათ საუბარი, როგორ აპირებენ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადაჭრას, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას და კრემლის მზარდი წინააღმდეგობის ფონზე ნატოში გაწევრიანებას. საგარეო გამოწვევებთან ერთად, ფორუმის დღის წესრიგში იყო შიდა პოლიტიკის საკითხებიც. პრემიერს დღეს რამდენიმე მწვავე კითხვაზეც მოუხდა პასუხის გაცემა.