მსოფლიო თასის გათამაშება პარაძიუდოში 

თბილისში 2025 მსოფლიო თასის გათამაშება პარაძიუდოში დასრულდა.

საქართველოს ნაკრებიდან, დღეს ოქროს მედალი, J2 კატეგორიის 95კგ წონით კატეგორიაში ზვიად გოგოჭურმა მოიპოვა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს ლაშა ყიზილაშვილი დაეუფლა. კიდევ ერთი ქართველი რევაზ ჩიკოიძე ფინალურ დაპირისპირებაში დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

თბილისის თასის გათამაშების პირველ დღეს, ჩვენმა პარაძიუდოისტებმა ორი ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. საერთაშორისო ტურნირს პარაძიუდოში, რომელშიც მონაწილეობას უსინათლო და მცირემხედველი პარაათლეტები იღებენ, თბილისი წელს მეორედ მასპინძლობს და ის პარიზის პარალიმპიური თამაშების შემდეგ, პარალიმპიადის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირია.