მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში

გუდაურში სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა. ორდღიან საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის 97 სპორტსმენმა იასპარეზა. ბოლო საშეჯიბრო დღეს, გამარჯვებული კაცთა შორის კანადელი რის ჰოუდენი გახდა, ქალთა შორის კი პირველობა იტალიელმა ჯოლე გალიმ მოიპოვა. შეჯიბრი „მთის ტრასების სააგენტოსა“ და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გუდაურში პირველად ჩატარდა. 8-9 მარტს კი სათხილამურო კურორტი მსოფლიოს თასის კიდევ ერთი ეტაპს – სნოუბორდ კროსის დისციპლინას უმასპინძლებს.