გუდაურში მსოფლიო თასის ეტაპი დაიწყო.
შეჯიბრი სკი კროსის დისციპლინაში მიმდინარეობს და ორ დღეს გაგრძელდება. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას 14 ქვეყნის 97 სპორტსმენი იღებს. საქართველოს სახელით ერთადერთი სპორტსმენი, დავით თედიაშვილი ასპარეზობს. დღეს მამაკაცთა თანრიგში პირველი ადგილი სიმონე დრომედიმ დაიკავა, ქალებში კი – საუკეთესო შედეგი შვეიცარელმა ფანი სმიტმა აჩვენა. წელს საქართველოში კიდევ ერთი მსოფლიო თასის ეტაპი 8-9 მარტს, კვლავ გუდაურში, სნოუბორდ-კროსის დისციპლინაში გაიმართება.