მსოფლიო თასი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში

სეზონის ბოლო საერთაშორისო ღონისძიება გუდაურში. სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ფინალური ეტაპი დასრულდა. ქართულმა სათხილამურო კურორტმა 21 ქვეყნის 88 სპორტსმენს უმასპინძლა. ორდღიანი შეჯიბრი პირდაპირ ეთერში „ევროსპორტზე“ გადაიცემოდა და მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ მოექცა. საერთაშორისო სპორტული ღონისძიება 2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე საქართველოში უკვე მესამედ გაიმართა. გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენი მიიღო. ღონისძიება „მთის ტრასების სააგენტოსა“ და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

შალვა სუმბაძისა და ვახო ლეკიაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები