მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლის ვიზიტი
საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავსტრიისა და უნგრეთის მიტროპოლიტი არსენი, ეწვია. სტუმარს თან ახლდა ქორეპისკოპოსი მაქსიმე. დელეგაციის წევრებს უწმინდესმა შიო მესამემ უმასპინძლა. მხარეებმა ეკლესიებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს. გაიხსენეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობა.
საქართველოს ეკლესიის მეთაურმა და შეხვედრის მონაწილეებმა სტუმრებს მადლობა გადაუხადეს ავსტრიაში ქართველთა სათვისტომოს ხელშეწყობისთვის.