მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალი - „ჩელსი“ - „პარი სენ-ჟერმენი“ პირველ არხზე
დღეს, 13 ივლისს ხვიჩა კვარაცხელია საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს და კიდევ ერთი ტიტულის მოგებას შეეცდება. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, „პარი სენ-ჟერმენი“ კონფერენს ლიგის გამარჯვებულს – ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება. ფინალისკენ მიმავალ გზაზე „ჩელსიმ“ ექვსიდან ხუთი თამაში მოიგო. მხოლოდ ერთი თამაში წააგეს ჯგუფურ ეტაპზე პარიზელებმაც, თუმცა, მას შემდეგ ფინალამდე ისე მივიდნენ, რომ საკუთარ კარში არცერთი ბურთი არ გაუშვიათ. „პარი სენ-ჟერმენისთვის“ 2025 წელი ისტორიული აღმოჩნდა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამარჯვების შემთხვევაში, სეზონს სრული ტრიუმფით დაასრულებს. ლუის ენრიკე ამ ჩემპიონატის მოგებას უკვე მეორე კლუბთან ერთად შეეცდება – 2015 წელს ეს ტიტული მისმა გაწვრთნილმა „ბარსელონა“ მოიპოვა.
„ჩელსი“- „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება „მეტლაიფ სთედიუმზე“ 23:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.