მსოფლიო რუკის ახალი პროექცია
მსოფლიო რუკის ახალი პროექცია გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას დაუჭირა მხარი, რის შედეგად რუკაზე ქვეყნებისა და კონტინენტების ზომები უფრო რეალურად იქნება ასახული. „ბიბისის“ ცნობით, ერთ-ერთი ძირითადი ცვლილება აფრიკის კონტინენტს შეეხება, რომელიც ამჟამად არსებულ რუკებზე გაცილებით უფრო პატარაა, ვიდრე ის რეალურად არის სხვა კონტინენტებთან შედარებით. ტოგოს მიერ ინიცირებულ და აფრიკის კავშირის წევრების მიერ მხარდაჭერილ „რუკის გასწორების“ რეზოლუციას მხარი გაერო-ს 164-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა. აშშ-ი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც მას მხარი არ დაუჭირა. ექვსმა ქვეყანამ თავი შეიკავა. „ბიბისის“ ცნობით, რუკა, რომელიც მე-16 საუკუნიდან გამოიყენება, ხშირად არის კრიტიკის საგანი, რადგან ის აფრიკის კონტინენტს და კუნძულ გრენლანდიას დაახლოებით მსგავსი ზომით აჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად აფრიკა გრენლანდიაზე 14-ჯერ დიდია. ამასთან, მერკატორის რუკის მიხედვით, ეკვატორიდან დაშორებული ქვეყნები უფრო დიდები ჩანან, ვიდრე ეკვატორთან ახლოს მდებარეები.