მსოფლიო რბენა 2025. მარათონი რამდენიმე წუთის წინ, ზუსტად 15 საათზე დაიწყო. ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო გარბენს ტრადიციულად, საქართველოც უერთდება. მარათონი წელს აპლიკაციის საშუალებით ტარდება. კომპანიები, მორბენალთა ჯგუფები თუ ინდივიდუალური მონაწილეები გარბენს ქვეყნის სხვადასხვა ადგილიდან შეუერთდებიან. ერთ-ერთი ასეთი ლოკაცია „დინამო არენაა“, სადაც რბენაში მონაწილეობის მსურველები შეიკრიბნენ. მონაწილეების მიერ გავლილი მანძილი ვებ-გვერდზე, საერთაშორისო რეიტინგში აისახება. 2014 წლიდან დღემდე, უცვლელია მსოფლიო რბენის მიზანი: თანხის შეგროვება ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების საძიებლად. გარბენს არ აქვს წინასწარ განსაზღვრული სარბენი მანძილი და სტანდარტული ფინიშის ხაზი; მონაწილეების გავლილ მანძილის რეალური ან ვირტუალური ფინიშის მანქანა აღრიცხავს.