მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი პირველ არხზე
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსაც ესტუმრა.
საპატიო სტუმარი პირველი არხის მენეჯმენტის წარმომადგენლებს, რუსუდან მანჯგალაძესა და ნოდარ ჭიჭინაძეს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოში რაგბის განვითარებასა და პოპულარიზაციას. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატია, რომელიც თბილისსა და ქუთაისში 27 ივნისს დაიწყო და 18 ივლისს დასრულდება. მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მედიის როლს რაგბის განვითარებაში. შეგახსენებთ, რომ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი უზრუნველყოფს.