საქართველოს ხელისუფლება უახლოეს თვეებში ევროკავშირიდან ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერებას არ გამორიცხავს.
მმართველი გუნდი ევროპის ქვეყნების ლიდერთა ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს ახლა ე.წ. დიფ სთეითის მთავარ საყრდენებად მიიჩნევს. სწორედ ამ კონტექტსში განიხილება მძიმე შინაარსის რეზოლუციები და განცხადებები ქართველი მაღალჩინოსნების და პოლიტიკოსების მიმართ სასანქციო პოლიტიკის გაგრძელების შესახებ. ორმაგ სტანდარტზე საუბრის დროს ერთ-ერთ მაგალითად რუმინეთი სახელდება, სადაც ულტრამემარჯვენე პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევნების შედეგები გაუუქმეს და ახლა განმეორებით არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ. ამ ფაქტს საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რა დროსაც ჯორჯესკუს მხარდამჭერებსა და სამართალდამცავებს შორის არაერთი დაპირისპირებაც მოხდა. „ქართული ოცნების“ ლიდერები ბუქარესტში მიმდინარე პროცესებსა და თბილისში დეკემბრის აქციებზე განვითარებულ მოვლენებს შორის პარალელებს ავლებენ და ევროპელი მაღალჩინოსნების შეფასებებში არსებულ მკვეთრ განსხვავებებზე მიუთითებენ.
მკაცრი რიტორიკის ფონზე რა პერსპექტივა აქვს ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვას – სლაომე ქოქიაშვილის რეპორტაჟი.