მსოფლიო პატრიარქი ბართლომე მართლმადიდებელ ეკლესიებს მოუწოდებს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარონ. მსოფლიო პატრიარქმა მიმართვა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსზე ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე გაავრცელა.
„თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ უარვყოთ ჩვენი ძმები, რომლებიც უკრაინაში სასოწარკვეთილ ბრძოლაში არიან, არ გვექნება არანაირი გამართლება განკითხვის დღეს“, – წერს მსოფლიო პატრიარქი.
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეს საკითხი სინოდმა მომავალი სხდომისთვის გადადო, რომელიც განრიგის მიხედვით, აღდგომის შემდეგ უნდა გაიმართოს.