მსოფლიო მთავრობათა სამიტი

15:23, 05.02.2026

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, ხელოვნური ინტელექტის საჯარო მმართველობაში ინტეგრირებაზე, სახელმწიფოს მოდერნიზაციასა და საზოგადოების ნდობის გაძლიერების მიმართულებით მისი გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს გამოცდილებაზე, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული და მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობის განვითარებაში. ამის ერთ-ერთ მაგალითად მან საჯარო რეესტრში გონიერი კონტრაქტის დანერგვა დაასახელა, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, დისტანციურად განახორციელონ უძრავი ქონების ტრანზაქციები, გადაიხადონ შესყიდვის ფასი და დაარეგისტრირონ საკუთრების უფლებები მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს ინტეგრირებული ციფრული საჯარო სერვისების გაფართოებას, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეებისა და ბიზნესსუბიექტების ხელმისაწვდომობას, სახელმწიფო და კერძო სექტორის მომსახურებებზე. მსოფლიო მთავრობათა სამიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3-5 თებერვალს იმართება. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

მსგავსი