მსოფლიო მთავრობათა სამიტი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით „კარგი მმართველობისა და ნულოვანი ბიუროკრატიის შესახებ“ მონაწილეობა მიიღო. ისაუბრა საქართველოს გამოცდილებასა და სახელმწიფო სერვისებზე წვდომაზე. აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო რეიტინგში ჩვენი ქვეყნის პოზიციებზე.

თემატურ დისკუსიაში, რომელსაც მოდერატორობას უწევდა ამერიკელი ჟურნალისტი, CNN-ის ყოფილი წამყვანი, ჯონ დეფტერიოსი, არაბთა გაერთიანებული საამიროების, სამხრეთ აფრიკისა და OECD-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.