მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დასკვნა გელათის მონასტერზე

დიდთოვლობის გამო დროებით შეწყვეტილია სამუშაოები გელათის სამონასტრო კომპლექსში.

გერმანელ სპეციალისტებს, რომლებიც გუმბათის დროებითი გადახურვის ხარაჩოს ააგებენ, გელათში 10 მარტიდან ელოდებიან. სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, არქიმანდრიტ კირიონის განცხადებით, ამ დროისთვის მთლიანად აღმოფხვრილია ტაძარში წყლის ჩადინება. კვლავ რჩება კითხვები ტაძრის მოხატულობის და მოზაიკის მდგომარეობის შესახებ, რასაც მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მონიტორინგის ჯგუფის კრიტიკული ანგარიშიც ადასტურებს. უცხოელი სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ არსებობს კედლის მხატვრობის უბნები, რომელიც დაუყოვნებელი ჩარევის გარეშე შესაძლოა სრულად დაიკარგოს.

მისია გელათში სექტემბერში იმყოფებოდა, დასკვნა კი გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.